კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, მან ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო და ონტარიოს პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდს სთხოვა, აღარ გაუშვას ის, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კარნის თქმით, მან ბოდიში პირადად მოუხადა ტრამპს, როდესაც ისინი ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაესწრნენ.
„ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს. ფორდს ვუთხარი, რომ რეკლამის [გაშვების] გაგრძელება არ მინდოდა“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რეკლამაში გამოყენებულია ნაწყვეტი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვით გამოსვლიდან, რომელიც ამბობს, რომ ტარიფები იწვევს სავაჭრო ომებს და ეკონომიკურ კატასტროფას.საპასუხოდ, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის ზრდის ტარიფებს კანადიდან შემოტანილ საქონელზე და ასევე ვაშინგტონმა კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.




