მარკ კარნის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფების მიუხედავად, მისი მთავრობა აშშ-თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულების და ბიზნესების დაცვას განაგრძობს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ ს მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფების მიუხედავად, მისი მთავრობა -თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულების და ბიზნესების დაცვას განაგრძობს.
„კანადის მთავრობა მტკიცედ იცავს ჩვენს დასაქმებულებს და ბიზნესს. კანადამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ჩრდილოეთ აშშ-ში ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვალდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ორივე ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად“, – წერს მარკ კარნი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განუცხადა, რომ ახალი ტარიფები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს – საექსპორტო ტარიფები კვლავ გაიზრდება.