მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით -ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
მარკ კარნის თქმით, აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (USMCA) არსებობა „ნიშნავს, რომ კანადურ საქონელზე აშშ-ის საშუალო ტარიფი რჩება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ყველა სავაჭრო პარტნიორთან შედარებით“.
აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ს პირველმა ადმინისტრაციამ შეადგინა და 2020 წელს შევიდა ძალაში, ჩრდილოეთ ამერიკაში დამზადებული საქონლის ფართო სპექტრს უფლებას აძლევს, მიიღოს უტარიფო რეჟიმი.
კანადის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კანადური ენერგო-ექსპორტის 100% და ყველა სხვა საქონლის 95% შეესაბამება შეთანხმების მოთხოვნებს.
„ჩვენი ეკონომიკის სხვა სექტორები, მათ შორის, ხე-ტყე, ფოლადი, ალუმინი და ავტომობილები, მძიმედ დაზარალდება აშშ-ის გადასახადებით და ტარიფებით. ასეთი სექტორებისთვის კანადის მთავრობა იმოქმედებს კანადური სამუშაო ადგილების დასაცავად, ჩვენი ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, კანადური პროდუქციის შესაძენად და ჩვენი ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციისთვის“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
პირველი არხი