მარკუს ცაჰკნა: შეგვიძლია, გადავხედოთ გადაწყვეტილებას უვიზოზე, გაწევრების შემდგომ ნაბიჯებზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკნამ თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ DW-სთან ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოზე საკითხს ევროკავშირის დონეზე წამოჭრიან.
მან თქვა, რომ EU-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვიზალიბერალიზაციასთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით “ნაჩუქარი არ არის” და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს, რომ დაიცვას ქართველების დემოკრატია, ის პასუხობს:
“პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება”, – აცხადებს მარკუს ცაჰკნა.
ის პარლამენტის თავმჯდომარის ს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, თითქოს 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან შეთანხმდნენ, რომ “საქართველომ სწორი გააკეთა, რომ არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არ გაათავისუფლა სააკაშვილი”. მარკუს ცაჰკნამ ამას “საჯარო ტყუილი უწოდა”.