მარკო რუბიო: ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა ირანისთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება

მე ვურჩევდი ჩინეთის მთავრობას პეკინში, დაუკავშირდნენ მათ [ირანს] ამ საკითხზე [ჰორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვაზე], რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით ძლიერ არიან დამოკიდებული. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა. მათთვის ეს ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება.

ამაზე პასუხის გასაცემად ჩვენ მოქმედების სხვადასხვა გზას ვიტოვებთ, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს. ეს ბევრად მეტად დააზარალებს სხვა ქვეყნების ეკონომიკას, ვიდრე ჩვენსას. ჩემი აზრით, ეს იქნება მასშტაბური ესკალაცია, რომელიც პასუხს არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ სხვებისგანაც დაიმსახურებს

თქვა -ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო რუბიომ