მარკო რუბიო: ჩვენ არ გვჭირდება ვენესუელის ნავთობი – რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, არის ის, რომ ვენესუელის ნავთობინდუსტრია -ის მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ მოექცეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NBC-სთან ინტერვიუში ვენესუელის ნავთობინდუსტრიასთან დაკავშირებით -ის გეგმებზე ისაუბრა.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მთავარი მიზანი არა რესურსების მითვისება, არამედ გლობალური მეტოქეების შეკავებაა.

რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი რესურსები სრულად ჰყოფნის.

„ჩვენ არ გვჭირდება ვენესუელის ნავთობი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობი საკმარისზე მეტი გვაქვს. რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, არის ის, რომ ვენესუელის ნავთობინდუსტრია აშშ-ის მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ მოექცეს. რატომ სჭირდება ჩინეთს მათი ნავთობი? რატომ სჭირდება რუსეთს მათი ნავთობი? რატომ სჭირდება ირანს მათი ნავთობი?“ – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, თეთრი სახლის სტრატეგია დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოების დაცვასა და ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების, კონკურენტებისა და მეტოქეთა ოპერაციების ბაზად იქცეს… ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყნის ნავთობით მიღებული შემოსავალი ვენესუელის ხალხისთვის სასარგებლო იყოს“, – დასძინა მან.