მარკო რუბიო – ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებთ, უფრო მეტ პრობლემებს შექმნით

სხვა ქვეყნებს ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ჩვენ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ თქვენ აღიარებთ, ეს ყველაფერი სიყალბეა, რეალური არც კი არის და ამით უფრო მეტ პრობლემებს შექმნით“, – განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, „შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა გაართულოს“.
შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და ბელგია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.