აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთის პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე ღაზის სექტორთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმას განიხილავს.
ცნობისთვის, 18 თებერვალს ერ-რიადში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან იური უშაკოვთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
