მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს

ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდი მომენტი იყო, ნამდვილად უპრეცედენტო, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრეზიდენტ ს მიერ თეთრ სახლში ორგანიზებული შეხვედრის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველამ ერთი და იგივე თქვა, ანუ სამწლიანი ერთგვარი ჩიხის შემდეგ, როდესაც არ ხდებოდა მოლაპარაკებები და არ იცვლებოდა გარემოებები, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც, როგორც ჩანს, გარკვეული მოძრაობაა“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესაქმნელად აშშ როგორც ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე არაევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს.
„ეს ისეთი რამ იქნება, რაც სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უნდა არსებობდეს, რათა მ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები უზრუნველყონ, როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რაც მათ შეუძლიათ თავიანთი მომავლისთვის დაასახელონ, არის ძლიერი არმიის ყოლა“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთსაც და უკრაინასაც ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
„ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ომის დასასრულებლად არის საჭირო“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, როგორი იქნება ეს საზღვრები, პუტინმა და ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტონ და ამერიკის როლი ორ მხარეს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ