მარკო რუბიო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე – სრულად გვესმის, რა სანქციებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი და შესაძლოა, პრეზიდენტმა ამის გაკეთება გადაწყვიტოს

-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონის ადმინისტრაციას ესმის, თუ რა სანქციები შეიძლება დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ -ის პრეზიდენტი მიიღებს.
„სრულად გვესმის, რა სანქციებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი და შესაძლოა, გარკვეულ მომენტში პრეზიდენტმა ამის გაკეთება გადაწყვიტოს. ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ის არ აპირებს ხელოვნურად გამოაცხადოს ვადები. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც იგივე გააკეთოს“ – აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქტებს ყიდულობენ, მათ შორის რუსულ ნავთობს.
„პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, თავად დააწესონ სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – აღნიშნა რუბიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?