აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები შესაბამის პასუხს გასცემს.
„სანქცირებული ადამიანის, უფლებათა დამრღვევის, ალექსანდრ დე მორაესის მხრიდან პოლიტიკური დევნა გრძელდება – მან და ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ უსამართლოდ მიიღეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს დაპატიმრების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისად უპასუხებს ამ “კუდიანებზე ნადირობას”“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების 27 წლითა და სამი თვით აღკვეთა მიუსაჯეს.




