მარკო რუბიო პარიზში ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, თავის ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეები ში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს განიხილავენ.
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა სოფი პრიმასმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და -ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მალე საფრანგეთს ეწვევიან. მისი თქმით, ისინი ფრანგ ოფიციალურ პირებთან ერთად ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ საკითხებს ფართოდ განიხილავენ.
ამასთან, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს, ს წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგს და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია