მარკო რუბიო – პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა ომის დასრულებას ართულებს

-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა „ჰამასს“ აქეზებს და ომის დასრულებას ართულებს.
რუბიომ ს პრემიერ-მინისტრ სთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს მოსაზრება თავის მოკავშირეებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და კანადას, გაუზიარა.
რუბიოს განმარტებით, თუ „ჰამასი“ დაინახავს, რომ გლობალურ მხარდაჭერას იღებს, მან, შესაძლოა, უარი თქვას შეთანხმებებზე და საფრთხე შეექმნას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
მისი თქმით, ღაზას მოსახლეობა მშვიდობიანად ვერ იცხოვრებს, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება. ამასთან, რუბიოს თქმით, შეერთებულ შტატებს იმედი არ აქვს, რომ „ჰამასი“ იარაღს ნებაყოფლობით დაყრის და მის გასანადგურებლად, შესაძლოა, ხანმოკლე სამხედრო ოპერაცია გახდეს საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – ის ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს, დეკლარაციებში კი უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს

დიმიტრი ხუნდაძე – მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება – კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები