ნიგერიასა და მსოფლიოში ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის საპასუხოდ აშშ გადამწყვეტ ზომებს იღებს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
„აშშ გადამწყვეტ ზომებს იღებს ნიგერიასა და მსოფლიოში რადიკალი ისლამისტი ტერორისტების, „ფულანის“ ეთნიკური დაჯგუფებებისა და სხვა ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ ქრისტიანების წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი მკვლელობებისა და ძალადობის საპასუხოდ“, – აცხადებს მარკო რუბიო.
მარკო რუბიოს ცნობით, აშშ ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც „რელიგიურ თავისუფლებაზე თავდასხმებს ახორციელებენ, მხარს უჭერენ ან აფინანსებენ“.
„ეს სავიზო პოლიტიკა შეეხება ნიგერიისა და სხვა ქვეყნების მთავრობებსა და პირებს, რომლებიც ადამიანების დევნას რელიგიური შეხედულებების გამო ახორციელებენ“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.




