მარკო რუბიო – ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს

ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ სგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.
„არ მგონია, რომ ვინმე ამას მათი მხრიდან სერიოზულ წინადადებად ჩათვლის. არ ვფიქრობ, რომ მათთვის ბირთვული იარაღის გადაცემა გამოსავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს რეალური მოთხოვნა არ არის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისივე თქმით, მსოფლიოში ნაკლები ბირთვული სახელმწიფო უნდა იყოს და არა უფრო მეტი.
„ვფიქრობ, რომ ამით მათი პრობლემის მოგვარება არ ხდება. ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა. როგორ უნდა დაასრულო კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და თან ისე, რომ ორ-სამ წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს? ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვა მოლაპარაკებების დროს უნდა მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი ამაზე პასუხს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.