მარკო რუბიო – მშვიდობის მიღწევაზე რუსეთთან არანაირ პროგრესს არ ვხედავთ, ტრამპს ვარიანტები აქვს – მეორადი სანქციები ნავთობზე, საბანკო სანქციები

მშვიდობის მიღწევაზე რუსეთთან არანაირ პროგრესს არ ვხედავთ, ტრამპს ვარიანტები აქვს – მეორადი სანქციები ნავთობზე, საბანკო სანქციები, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვაგრძელებთ რუსულ მხარესთან ჩართვას, ამ კვირის დასაწყისში – ორშაბათს თუ სამშაბათს. ასევე მთელი საუბარი გვქონდა მათთან – პუტინთან არა, მაგრამ პუტინის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობების პირთან, იმ იმედით, რომ წინ მიმავალ გზაზე რაიმე გაგებას მივაღწევდით, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ ამაზე არანაირ პროგრესს არ ვხედავთ…
ასე რომ, პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. იმას ვგულისხმობ, რომ მას, როგორც ყველამ იცის, ვარიანტები აქვს ნავთობის მეორადი გაყიდვების დასანქცირების, რუსული ნავთობის გაყიდვებზე მეორადი სანქციების, რაც მათი შემოსავლის უზარმაზარი ნაწილია. არის საბანკო სფერო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმედია თავს ავარიდებთ ამას და რამენაირად გამოვნახავთ გზას, რომლითაც შევძლებთ ბრძოლის შეჩერებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ ზოგიერთი სხვა გზისთვისაც. საუკეთესო გზა სროლის შეჩერება და საუბრის დაწყებაა. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსული მხარისგან ამ მიზნის მიღწევისთვის გულწრფელი ინტერესი არ არის”, – განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა ს ყოფილ პრეზიდენტზე, დიმიტრი მედვედევზე და აღნიშნა, რომ ის რუსეთის პოლიტიკაში “რელევანტური მოთამაშე” და “გადაწყვეტილებების მიმღები” არ არის.