მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდა.
როგორც Reuters წერს, ვანგთან მისი შეხვედრა -ის პრეზიდენტ ს მიერ დაწესებული ტარიფების გამო დაძაბულობის გამწვავების ფონზე გაიმართა.
რუბიოს შეფასებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა „ძალიან კონსტრუქციული და დადებითი იყო“, მაგრამ ორივე მხარეს ჯერ კიდევ აქვს გადასაჭრელი საკითხები.
როგორც რუბიომ აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შორის შეხვედრის მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა თარიღი ჯერ არ განხილულა.
ცნობისთვის, ამერიკის უმაღლესი დიპლომატი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით აზიაში პირველად ჩავიდა მალაიზიაში, სადაც აღმოსავლეთ აზიის სამიტსა და ასეანის რეგიონულ ფორუმს დაესწრება იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ს, ავსტრალიის, ინდოეთის, ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების კოლეგებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ