მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
30 მარ 202620:25
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.