ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ამ ეროვნულ დღეს ქართველ ხალხს მივესალმები.
ჩვენი ერების მეგობრობა და პარტნიორობა უკვე ოცდაათ წელზე მეტია საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტსა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაზეა დაფუძნებული
ამ დღეს ვზეიმობთ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ ქართველი ხალხის სიყვარული შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პარტნიორობის ერთგული რჩება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისაკენ სწრაფვას შეესაბამება, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.