მარკო რუბიო – ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი – ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას -მა თავისი ეროვნული უსაფრთხოება

ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა ევროპელმა მინისტრებმა კანადაში გამართულ შეხვედრაზე კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის მიერ ნავებზე განხორციელებული დარტყმები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ მასთან ეს საკითხი არავის განუხილავს.
„არა, ჩემთან ეს არავის განუხილავს. შესაძლოა, ეს საკითხი თავად, ერთმანეთში განიხილეს. მაგრამ, ჩვენთან შეხვედრების დროს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, ნარკოტიკები ვენესუელის გავლით ევროპაშიც იგზავნება, ამიტომ მათი განადგურებისთვის აშშ-ს მადლობა უნდა გადაუხადონ.
„ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა თავისი ეროვნული უსაფრთხოება. აშშ-ს ჩვენს ნახევარსფეროში თავს ორგანიზებული კრიმინალური ნარკოტერორისტები ესხმიან და პრეზიდენტი ამას ჩვენი ქვეყნის დაცვის მიზნით პასუხობს. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ ამ ქვეყნებს სურთ, ჩვენ მათ ბირთვული შესაძლებლობების მქონე Tomahawk-ის ტიპის რაკეტები გავუგზავნოთ, რათა ევროპა დაიცვან, მაგრამ როდესაც აშშ თავის ნახევარსფეროში ავიამზიდებს განათავსებს, მაშინ ეს რატომღაც პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, კანადაში შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ დარტყმები „საერთაშორისო სამართლის დარღვევას“ წარმოადგენს და რეგიონში საფრანგეთის ტერიტორიებისთვის შემაშფოთებელია. ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ დარტყმები, მხოლოდ თავდაცვითი მიზნით ან გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით შეიძლება იყოს გამართლებული.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ წყნარ ოკეანეში ნავებზე დარტყმებს ახორციელებს. აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის განცხადებით, ნავებს ნარკოტიკები გადააქვთ. ბოლო მონაცემებით, აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნავებზე 19 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა.