მარკო რუბიო – ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს,- ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ -ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ამის ფიასკოდ გადაქცევისთვის. არ იყო იმის საჭიროება, რომ ასეთი ანტაგონისტური ყოფილიყო“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.
„როდესაც ასე აგრესიულად იწყებთ საუბარს და პრეზიდენტი მთელი ცხოვრებაა გარიგებებს დებს, თქვენ ხალხის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა არ გსურთ. ამიტომ, შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმება არ სურს. ის ამბობს, რომ სურს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ხმამაღალი კამათის შემდეგ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მშვიდობისთვის მზად არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია – რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის

ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია