მარკო რუბიო – დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება

დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მარკო რუბიოს განცხადებით, იმედი აქვს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ რუსეთისგან დადებით პასუხს მიიღებს.
„თუ უარს იტყვის, მაშინ ამით ძალიან ბევრს გავიგებთ. ბურთი ნამდვილად მათ მოედანზეა. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას „მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად საკმარისი შემაკავებელი საშუალება“ სჭირდება.
რუბიოს ცნობით, გუშინ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: თუ ქართული საბალეტო ქორეოგრაფიის სახელთან – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ ბალანჩინი ასოცირდებიან, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, მათ სახელზე ამოსულ ახალ ყლორტად – გიორგი ფოცხიშვილი გვევლინება