მარკო რუბიო – დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია

კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუბიოს თქმით, “ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს”.
სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ “ეს ისეთი რაღაცებია”, რაც “მძიმე და დიპლომატიით ხდება დახურულ ოთახებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში”.
“კონფლიქტის დასასრულებლად, ყველა, ამ კონფლიქტში, თანახმა უნდა იყოს ამაზე, მისაღები უნდა იყოს მათთვის…
დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, “დღევანდელი შეხვედრის მიზანი” იყო გაჰყოლოდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინს შორის გასულ კვირას გამართულ სატელეფონო საუბარს და “ჩამოეყალიბებინა კომუნიკაციის ეს ხაზები”.
სანქციებზე საუბრისას, რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები -ს უკრაინაში კონფლიქტის გამო აქვს დაწესებული და აღნიშნა, რომ “დათმობების” გაკეთება “ყველა მხარეს” უწევს “ნებისმიერი კონფლიქტის” დასასრულებლად.
“წინასწარ არ განვსაზღვრავთ რა არის ეს [დათმობები], ნამდვილად არ ვაპირებთ ამაზე მოლაპარაკებებს დღეს ან პრესკონფერენციაზე,” – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, რუბიოს თქმით, “სხვა მხარეებსაც აქვთ სანქციები” და აღნიშნა, რომ ევროკავშირი “უნდა იყოს [მოლაპარაკების] მაგიდასთან რაღაც მომენტში, ვინაიდან, მათაც აქვთ დაწესებული სანქციები”.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ