მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დევიდ ლემისთან და ჟან-ნოელ ბაროსთან ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი განიხილა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხიც განიხილეს.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.
