მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ჟენევაში ჩავიდნენ

მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ჟენევაში ჩავიდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო დეტალებს დავაზუსტებთ, რათა შევიმუშაოთ შეთანხმება, რომელიც მათთვის [] სასარგებლო იქნება“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ასევე, მისი თქმით, „საბოლოო შეთანხმება არაფერზე მოხდება“, ვიდრე -ისა და უკრაინის პრეზიდენტები, და ერთმანეთს არ შეხვდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიაში „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებებში მონაწილეობას -ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და იტალიის წარმომადგენლები მიიღებენ.
აშშ-ის დელეგაციას არმიის მდივანი დენ დრისკოლი, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წარმოადგენენ.
უკრაინის დელეგაციას ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. ასევე, ზელენსკის ბრძანებით დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.