მარკო რუბიო – გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ინტერესი ხუმრობა არ არის

პრეზიდენტ ს ინტერესი, შეიძინოს გრენლანდია ხუმრობა არ არის, ეს არის -ის ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს არ არის ხუმრობა. აქ საუბარი არ არის მიწის შესყიდვის მიზნით მიწის შესყიდვაზე. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და მისი მოგვარებაა საჭირო“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, არქტიკა გადამწყვეტი გახდება გადაზიდვის ხაზებისთვის და რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს ამის დაცვა.
კითხვაზე, იქნება თუ არა აშშ გრენლანდიის მფლობელი ოთხ წელიწადში, რუბიომ უპასუხა:
„ცხადია, ეს არის პრეზიდენტის პრიორიტეტი და მან ეს დააფიქსირა. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ზუსტად ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვიქცეთ ტაქტიკურად. ვფიქრობ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ინტერესი არქტიკაში უფრო დაცული იქნება“.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის შეძენა სურს. როგორც დანიის, ასევე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიქსენმა და მუტე ეგედემ განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება და რომ მისი მომავალი გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ.