აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა, მისი შესრულების მონიტორინგი მარტივი იქნება.
რუბიოს თქმით, თანამედროვე ომებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი მონიტორინგი მარტივია, რადგან „მიწაზე ბევრი თვალია“.
„ძნელია უპილოტო დარტყმების დამალვა, ძნელია სარაკეტო დარტყმების დამალვა, ბალისტიკური დარტყმების, საარტილერიო თავდასხმების. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რისი თვალყურის დევნებაც შესაძლებელია“, – აღნიშნა რუბიომ.
როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელი იქნება იმის გარკვევა, ვის ენდობა ორივე მხარე, რათა არჩეულმა მხარემ ადგილზე განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
