მარკო რუბიო – 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს

პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.
„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს რუბიო.
ს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს, ორგანიზაციებს შორის, რომელსაც შეერთებული შტატები ტოვებს, არის გაეროს 31 ორგანიზაცია და კიდევ 35 ორგანიზაცია, რომელიც გაეროს შემადგენლობაში არ შედის.