მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია

აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ალასკაზე აშშ-ს სამიტზე რუსულ მედიას განუცხადა.
„ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ პროგრესი არის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
კითხვაზე, დადებით გავლენას მოახდენს თუ არა ალასკაზე გამართული შეხვედრა ში სამშვიდობო პროცესზე, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ „იმედოვნებს, ეს ასე იქნება“.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა მალე შედგება.