მარკო რუბიო – აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
„აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაში სასურველი აღარ არის. ებრაჰიმ რასული პოლიტიკოსია, რომელიც რასიზმის [ენას] იყენებს და აშშ-ის პრეზიდენტი სძულს. ჩვენ მასთან განსახილველი არაფერი გვაქვს და ამიტომ ის „პერსონა ნონ გრატად“ განიხილება“, – წერს მარკო რუბიო X-ზე.
ცნობისთვის, პარასკევს, აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩმა, ებრაჰიმ რასულმა სამხრეთ აფრიკის მაპუნგუბვეს ინსტიტუტში ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
„ის, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, არის თავდასხმა მოქმედ ხელისუფლებაზე, მათზე, ვინც ხელისუფლებაშია, სხვადასხვა ჯგუფების უპირატესობის იდეის მობილიზებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია