მარკო რუბიო – -მა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შესაძლებელია. მინდა ნათლად განვაცხადო, თუ შეერთებულ შტატებს სამხედრო საჭიროება ექნება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით“, – აღნიშნა რუბიომ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი პრიორიტეტს ამ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გამოყენებას ანიჭებს.

რუბიომ ასევე ისაუბრა სანქცირებული რუსი დეპუტატების აშშ-ში ვიზიტზე და განაცხადა, რომ ეს „ადრე იყო დაგეგმილი“.

კვლავ ძლიერი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ ძალებს გარკვეული ჩართულობა ჰქონდეთ სამთავრობო დონეზე, ისევე როგორც ამას დიპლომატიურ დონეზე ვაკეთებთ“, – აღნიშნა რუბიომ.