მარკო რუბიო – მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, – წერს რუბიო X-ზე.
ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება.
ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ.
„მოგიწოდებთ, დღეს და ხვალ, საღამოს 6 საათიდან, გამოდით ქუჩებში ეროვნული დროშებითა და სიმბოლოებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა აღარ არის, არამედ ჩვენი მიზანი ქალაქების ცენტრების დაკავებაა“, – აცხადებს ფეჰლევი.