მარკო რუბიო – ვენესუელურ Cartel de los Soles-ს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვენესუელურ ორგანიზაციას, Cartel de los Soles-ს, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ვენესუელაში სამთავრობო ინსტიტუტები კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელია სხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენულ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ Cartel de los Soles ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს, რასაც ვენესუელის ლიდერი უარყოფს.