მარკო რუბიოს თქმით, ზელენსკიმ “ფიასკოს” გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მ ბოდიში უნდა მოიხადოს თეთრ სახლში “ფიასკოს” გამო.
“არ იყო იმის საჭიროება, რომ ანტაგონისტი გამხდარიყო. როცა ასე აგრესიულად იწყებ საუბარს და პრეზიდენტი [ტრამპი] გარიგებების შემოქმედია, მთელი ცხოვრება შეთანხმებებს დებს – ასე ვერ დასვამ ადამიანებს მაგიდასთან… ამის შემდეგ ყალიბდება აღქმა, რომ იქნებ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმება, ის ამბობს, რომ უნდა, მაგრამ იქნებ არ სურს’, – უთხრა რუბიომ CNN-ს
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“