აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„მათ მომავალ კვირას შევხვდები და ამის შესახებ საუბარი გვექნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენა სურს, თუმცა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ ძალაში რჩება.
„თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, მაშინ ყველა პრეზიდენტს აქვს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა. მე, როგორც დიპლომატი და ჩვენ ყველანი, მოგვარების სხვა გზებს ვამჯობინებთ, მათ შორის ვენესუელაშიც“, – აღნიშნა რუბიომ.




