აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ.
„ამ ყველაფრის დასრულებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე, ერთ-ერთი დაუყოვნებელი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია, საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად“, – განაცხადა რუბიომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აშშ ომისშემდგომ ძალისხმევაში ჩაერთვება, მაგრამ ევროპისა და აზიის ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ სასწორზე და დიდი წვლილი უნდა შეიტანონ.
რუბიოს მტკიცებით, მოკავშირეები მისი გზავნილი გულთან მიიტანეს.




