მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ ლავროვს შეატყობინა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ -ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს არ შეეგუება.
„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო