მარკო რუბიომ უკრაინის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰან ვადეფულს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტისა და ში მშვიდობისკენ მიმავალი გზა განიხილეს.