აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა, – ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას გადასცა იგივე გზავნილი, რაც აშშ-ის გუნდმა პარიზში უკრაინის დელეგაციას და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს გადასცა: პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მონახაზები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პარიზში ამერიკული კონცეფციის მიღება აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყველა მხარე შეთანხმების მიღწევას შეეცდება.
