მარკო რუბიომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის“ პერსპექტივაზე ისაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რეალისტურად არ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტ ს მოთხოვნას, რომ მის ქვეყანას ბირთვული იარაღი გადაეცეს ნატოში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
რუბიო „სერიოზულად“ არ მიიჩნევს ზელენსკის წინადადებას და არ ფიქრობს, რომ „ბირთვული იარაღის მიღება პრობლემის მოგვარებას წარმოადგენს“. -ის სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ მემარჯვენე პოპულისტურ პორტალ Breitbart-ს. იგი სამშაბათს, 25 თებერვალს გამოქვეყნდა.
რუბიომ დასძინა, რომ ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა ნაკლები უნდა იყოს და არა მეტი.
მანამდე უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ ბირთვული იარაღის გადაცემა შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების საკმარისი გარანტია. ეს ხელს შეუწყობდა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეკავებას ახალი თავდასხმისგან მაშინაც კი, თუ ს არ მიიღებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, აღნიშნა ზელენსკიმ.
Breitbart-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუბიომ ასევე ისაუბრა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობების ისტორიაზე. მან, კერძოდ, თქვა, რომ ცივი ომის მწვერვალზე, ცივი ომის ყველაზე უარეს დღეებში, „საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს მაინც ჰქონდათ ურთიერთობა“. „ჩვენ მაინც გვქონდა ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობა გვქონდა, მაგალითად, [კუბის] სარაკეტო კრიზისის დროს.
„თუ არსებობს ისეთი რაღაცები, რაზეც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ გეოპოლიტიკურად ან შესაძლოა ეკონომიკური თვალსაზრისითაც?“ – განაგრძო მარკო რუბიომ. მან ახსენა ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ პერსპექტივა.
თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ახლა პრიორიტეტია „ამ ომის მიყვანა რაღაც მყარ საზავო შეთანხმებამდე მაინც“ ან, როგორც მან თქვა, „ცეცხლის საბოლოო შეწყვეტამდე“.