მარკო მიხელსონი – 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის იმპერიული ომების ერთი ეტაპი იყო – ამ ომის კრემლისთვის წარმატებით დასრულებამ უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა

17 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო – ეს ს იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო, – ს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„17 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციითა და ნატო-ს გაფართოების შეჩერებით დასრულდა. ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კრემლისთვის წარმატებით დასრულდა და ზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა“, – წერს მარკო მიხელსონი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.