მარკო მიხელსონი – საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ „ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“.
„საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ. მეამაყება იმ კარგ ევროპელთა შორის ყოფნა, ვისაც არ დავიწყებია ქართველის თავისუფლების სურვილი და ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას საქართველოს ხარჯზე გააფართოვოს თავის იმპერია“, – წერს მიხელსონი.
ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ – ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება.
და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია