მარკო მიხელსონი რუმინეთის საკონსტიტუციოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმებაზე – ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით – სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატია არ არის

სწორედ ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატია არ არის და თავისუფლების აღსადგენად ახალი სჭირდება“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, „საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს.