მარკო მიხელსონი – პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს – რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? -რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება?

ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ევროპაზე თავდასხმა არ იგეგმება და ამ კონტექსტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინასთან მის კონფლიქტებს იხსენებს.
„პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება? ბოლო 100 წლის განმავლობაში 19 სხვადასხვა ქვეყანას დაესხა თავს“, – წერს მიხელსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)