მარკო მიხელსონი პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე – სირცხვილია! – ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!

სირცხვილია, მეტი სათქმელი არაფერია, – ასე ეხმაურება ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორაშვილს შორის გამართულ შეხვედრას.
„ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!“ – წერს მარკო მიხელსონი.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.
ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”.
„კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად.
ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.