მარკო მიხელსონი – მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში მიმდინარე ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“

თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე რიტორიკას უკრაინის ომის ძირეული მიზეზების შესახებ და აცხადებს, რომ ისინი უნდა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ ს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ს სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა – გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდეს ნატო-ს.
„მათი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა – გაანადგურონ უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდნენ ნატო-ს. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცარიელ ლოზუნგებზე დაყრდნობა, როგორიცაა, მაგალითად „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და სანაცვლოდ დავისახოთ მკაფიო მიზანი: დავეხმაროთ ს გადარჩენაში და გამარჯვებაში. მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში დიდი ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“, – წერს მიხელსონი.
შეგახსენებთ, უკრაინისა და -ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები