მარკო ასენსიო პსჟ-დან “ასტონ ვილაში” გადავიდა

“ასტონ ვილამ” პსჟ-სგან 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო იჯარით აიყვანა.
ასენსიო პარიზულ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. მან მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარკომ “რეალის” შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, “პარი სენ ჟერმენში” 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში