მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები: Marketing Brew by Mastercard

თანამედროვე კონკურენტულ ლანდშაფტში, პერსონალიზებული მარკეტინგული სტრატეგია გადამწყვეტია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტად დაუკავშირდეს მომხმარებლებს და შეინარჩუნოს ლოიალური დამოკიდებულება. ის გულისხმობს ინდივიდუალურად, მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას მათი პრეფერენციებისა და ქცევების საფუძველზე. ეს მიდგომა სცილდება ტრადიციულ, ერთჯერად მარკეტინგულ კამპანიებს – ცდილობს თითოეულ მომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი შინაარსი და შესთავაზოს მათ ღირებული გამოცდილება. სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხების მიმოხილვას ეხებოდა Mastercard-ის საინტერესო ღონისძიება Marketing Brew.
ღონისძიება Mastercard-ის მარკეტინგის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა, იასემინ დეველიოღლუმ გახსნა. მან ხაზი გაუსვა მარკეტინგულ კამპანიებში პერსონალური მიდგომის მზარდ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ როგორ ცვლის ინდუსტრიას მონაცემებზე ორიენტირებული სტრატეგიები. Mastercard-ის მთავარი მიმართულება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა, სადაც მომხმარებლის მოთხოვნილებების გაგება და მათი დაკმაყოფილება, ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის საფუძველია.
„Mastercard-ის Priceless პლატფორმა არის გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პერსონალიზაციამ აამაღლოს ბრენდი და შექმნას დასამახსოვრებელი, შეუფასებელი გამოცდილება მომხმარებლისთვის. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უნიკალური, პერსონალიზებული გამოცდილება, რომელიც სცილდება ტრანზაქციებს და ამყარებს ემოციურ კავშირს მომხმარებლებთან. ეს არ არის მხოლოდ ტენდენცია – ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომლის მთავარი გმირიც, მომხმარებელია“.