მარკესმა დეკუსგან გარანტიები მიიღო – მექსიკელი “ბარსელონაში” დარჩა

Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მეორე გუნდის მწვრთნელ რაფაელ მარკესს თანამდეობის დატოვება სურდა, მაგრამ მან კონტრაქტი 1 წლით გაახანგლძრივა.
“ბლაუგრანას” ყოფილი მცველი იმით იყო განაწყენებული, რომ ხავის დათხოვნის შემდეგ მან კატალონიელთა დამრიგებლის პოსტი ვერ დაიკავა.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ მარკესს შეხვდა და დარჩენაზე დაიყოლია.
მან მექსიკელს შეუთვალა, რომ თუ ფლიკის პროექტი ჩავარდება და გერმანელს მალე გაათავისუფლებენ, მის ადგილს სწორედ რაფა დაიკავებს და თანაც გაორმაგებული ხელფასი ექნება.