პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროპული სახსრების მითვისებაში მისი პარტია „ეროვნული ერთობის“ დასაფინანსებლად.
საქმე ეხება ლე პენის მუშოაბის პერიოდს ევროპარლამენტში. სასამართლომ დაადგინა, რომ ლე პენის და 20-ზე მეტ სხვა მაღალჩინოსნის მიერ, ევროპული სახსრებით დაქირავებული ასისტენტები ევროპარლამენტში სინამდვილეში მის პარტიულ საქმეებზე მუშაობდნენ.
პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ლე პენის სასჯელი არ უნდა იყოს მხოლოდ 300,000 ევროს ჯარიმა და პატიმრობა, არამედ ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობაზე კენჭისყრის უფლების ჩამორთმევა. ამ შემთხვევაში ლე პენმა შესაძლოა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლოს.
სასამართლოს ჯერ არ უთქვამს, სასჯელის რა ზომას გამოიყენებს.




